მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა": 24 დეკემბრიდან სარკინიგზო სამგზავრო რეისები არ განახლდება

5fe391b74610f
BM.GE
23.12.20 22:49
809
24 დეკემბრიდან სარკინიგზო სამგზავრო რეისები არ განახლდება. ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" აქვეყნებს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ეპიდემიოლლგიური მდგომარეობის გამო, ქვეყანაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან 2021 წლის 2 იანვრის ჩათვლით, დაანონსებული იყო აღნიშნული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ ვერ განხორციელდება მგზავრთა მომსახურება - სამგზავრო გადაყვანები არ განახლდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ვისაც ბოლო პერიოდში შეძენილი ჰქონდათ მატარებლების ბილეთები ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, შეძლებენ ბილეთების ღირებულების დაბრუნებას", - წერია "შაქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.