მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეა წულუკიანის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

62da862710f4b
BM.GE
22.07.22 15:11
2806

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, სოსო გიორგაძემ პოსტი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. 

კულტურის მინისტრის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სოსო გიორგაძე იუსტიციის სამინისტროში 2013 წლიდან მსახურობს და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა - იყო იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორიც. ასევე, სამინისტროში ახალგაზრდობის მიმართულებას უხელმძღვანელებდა.