მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეა ზაქარაძე: აეროპორტი, ფაქტობრივად, დაკეტილია, მაგრამ ხელფასებს ვიხდით

5f6869056a1c3
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 12:53
3715

“მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან აეროპორტი დაკეტილია და თბილისში ფრენები  98%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმის შემთხვევაში - 100%-ით", - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. 

ზაქარაძის თქმით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს შორის ყველაზე ღირებული კომპანიისთვის პირველ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადია. 

"2008-2009 წლებში მსოფლიო კრიზისი იყო  რუსეთ-საქართველოს ომიც დაემატა, თუმცა ეს შედარებით მოკლე პერიდში ხდებოდა. ახლანდელი კრიზისი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მე-8 თვეა აეროპორტი, ფაქტობრივად, არ მუშაობს და შეზღუდული ოპერირების რეჟიმშია. ველოდებით იმ დღეს, როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის. ყველაზე ღირებული და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახელმწიფომ პირველ დეკემბრამდე საშემოსავლო გადასახადი გადაგვივადა. ჩვენ მარტიდან მოყოლებული არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია და ხელფასები არ შეგვიმცირებია. ჩვენი რეზერვებით, ხელფასებს, ფაქტობრივად, დაკეტილ აეროპორტში ვიხდით", - განმარტა ზაქარაძემ.