მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა

60b7ac3b17016
შოთა ტყეშელაშვილი
03.06.21 00:00
4035
საქართველოში მობილური ინტერნეტის ღირებულება შემცირდა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა. 2021 წლის მარტის მდგომარეობით, ბაზარზე ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 0.80 ლარია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ფასთან - 1.24 ლართან შედარებით 0.44 თეთრით ნაკლებია.

ტარიფის გაიაფებასთან ერთად ბაზარზე იზრდება იმ აბონენტთა რიცხვიც, ვინც 4G მომსახურებას იყენებს. ამჟამად მობილურ ინტერნეტს 2.9 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. მთლიანობაში საქართველოში მოქმედი აქტიური SIM ბარათების 59% მობილურ ინტერნეტს მოიხმარს.

2020 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტის მოხმარება 119%-ით გაიზარდა და მან 192,337 ტერაბაიტს მიაღწია. ამასთან, 2021 წელს ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და მარტში მოხმარებული ინტერნეტის მოცულობამ 22,400 ტერაბაიტი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 76%-ით მეტია. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და მან საშუალოდ 8.0 გბ შეადგინა.