მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

teamtwo - Architects & Engineers-ის ახალი სერვისი - დამოუკიდებელი კონსტრუქციული პროექტირება

63906d8e09dd4
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 16:56
1192
მშენებლობის სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი უკავია. გასულ წელს სექტორის ბრუნვა 8.3 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის ორ კვარტალში 4.3 მლრდ ლარი იყო. 2020 წელს მცირე კლების შემდეგ ქვეყანაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 10 095-მდე გაიზარდა, ხოლო ასაშენებელი ფართობი 7.434 მლნ კვ.მ. იყო. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრისთვის კი უკვე 8 082 ნებართვაა გაცემული. ამ რიცხვებიდან ჩანს, რომ ქვეყანაში დარგი ეკონომიკურად საკმაოდ აქტიურია. შესაბამისად, სექტორის ნებისმიერი რგოლის ბიზნესს ამ პროცესში საკუთარი ადგილი აქვს. სამშენებლო პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი და უპირველესი ადგილი პროექტირებას უკავია. იდეის გაჩენის შემდეგ დეველოპერი, ინვესტორი თუ მშენებელი პირველ რიგში საპროექტო კომპანიებს მიმართავს და მათ სხვადასხვა პროექტის შესრულებას სთხოვს. ამ მიმართულებით არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია teamtwo - Architects & Engineers ბაზარზე რამდენიმე წელია გამოჩნდა და ერთ სივრცეში პროფესიონალთა 30 კაციანი გუნდი გააერთიანა, რომლებსაც სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვთ. დღეს კომპანია პროექტებზე მუშაობის ფართო სპექტრს სასტუმროების, საცხოვრებელი კომპლექსების, სახლების, ადმინისტრაციული შენობების; სამედიცინო დაწესებულებების, ისტორიული შენობების, საწარმოების და ქარხნების და სასაწყობე შენობებისა პროექტების განხორციელება მსურველებს სთავაზობთ.

დღემდე teamtwo ბაზარზე მოქმედ ბიზნეს სუბიექტებსა თუ ინდივიდუალურ დამკვეთებს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტების შეთავაზებით, სრულ მომსახურებას სთავაზობდა, თუმცა ბაზრის მასშტაბებიდან და პროფესიონალ კონსტრუქტორთან სიმრავლით ერთი თვეა, რაც კომპანიამ დამოუკიდებელ კონსტრუქციულ პროექტებზე დაიწყო მუშაობა. დღეს კომპანიაში 9 კონსტრუქტორია დასაქმებული, რომელთა ნაწილი 2004 წლიდან სამშენებლო კომპანია იბერიაში მუშაობდა, შემდეგ დამოუკიდებელი საპროექტო კომპანია სახელოსნო #4 შექმნეს, რომელიც 2019 წელს teamtwo-ს არქიტექტორების გუნდთან გაერთიანდა და როგორც teamtwo – Architects & Engineers ჩამოყალიბდა.



პროფესიით კონსტრუქტორი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგოხია BM.GE-სთან ამბობს, რომ კონსტრუქციული პროექტების დეპარტამენტში გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი ამ სერვისის დამოუკიდებლად კეთების საშუალებას აძლევთ.

„ჩვენი სამიზნე კატეგორია ძირითადად დიდი მოცულობის პროექტები - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, კომერციული შენობა-ნაგებობებია. ამ მიმართულებით მოთხოვნა კონსტრუქციული პროექტების სერვისის მიმართ ძალიან დიდია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამ მიმართულებით ბაზარზე ძალიან ცოტა - დაახლოებით 500 პროფესიონალი კონსტრუქტორია, ვისაც მასშტაბური პროექტების შესრულება შეუძლია. ყოველწლიურად კი საშუალოდ 6 მლნ კვ.მ სამშენებლო ფართობზე გაიცემა ნებართვა, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა და შესაბამისად, მოთხოვნაც დიდია“, - განმარტავს ირაკლი გოგოხია კონსტრუქციული სერვისების ცალკე გამოყოფის მნიშვნელობაზე საუბრისას.



უნდა აღინიშნოს, რომ teamtwo-მ 2022 წელს 30-მდე კომპლექსური პროექტი შეასრულა. კონსტრუქციული პროექტების დამატებით კი 2023 წელს წარმადობის 30-40%-ით ზრდას პროგნოზირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტრუქციული მიმართულებით დაახლოებით 20 პროექტის დამუშავებას შეძლებენ.

კითხვას - არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების მომსახურებიდან, კომპანიისთვის ახალი მიმართულების ცალკე გამოყოფა და ბაზრისთვის შეთავაზება, მომხმარებელს სერვისს ხომ არ გაუძვირებს, ირაკლი გოგოხია ასე პასუხობს: „ამ სერვისს კომპანია მომხმარებელს საბაზრო ფასად სთავაზობს და ამ, სერვისის მიწოდება არქიტექტორის გავლით ხდება. შესაბამისად, დამკვეთი ამ მომსახურებას იმავე ფასად იღებს, რაც კომპლექსური მიწოდების შემთხვევაში იქნებოდა“.

შესაბამისად, დღეს teamtwo – Architects & Engineers პროფესიონალი კონსტრუქტორებისა და კონსტრუქციული სერვისის ცალკე გამოყოფით, ერთი მხრივ კომპანიის განვითარების, მეორე მხრივ სამშენებლო ბაზრისთვის მაღალი ხარისხით შესრულებული დამოუკიდებელი პროექტის შესრულების შესაძლებლობას აჩენს, რაზეც მოთხოვნა ქვეყანაში მაღალია.