მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეატრების, კინოების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო

5f588cbfe60b0
ინგა მურუსიძე
09.09.20 12:02
1178
კინოების, თეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას უკავშირდება.

„თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებით იგეგმებოდა შეზღუდვის მოხსნა. ისინი უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი - 1 ოქტომბრიდან, თუმცა მათი გახსნა ერთი თვით გადაიდო.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოები და ბავშვთა გასართობი ცენტრები 1 ნოემბრიდან გაიხსნება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.