06.მარტი .2020 13:19

თებერვალში ჩინეთიდან ვიზიტები 59.5%-ით შემცირდა - ტურიზმის ადმინისტრაცია

views 298
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5 %.

მისივე ცნობით, იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი შედგა, კლება -2.2%-ს შეადგენს.

თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +4%).

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის მეორე თვეში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება -0.6%-ია.

ტურიზმის ადმინისტრაცია თებერვალში ტურისტების და მოგზაურების სტატისტიკას აქვეყნებს

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა