მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 119%-ით გაიზარდა

5e6f8ded7f07d
დავით ჯალაღონია
17.03.20 10:15
1117
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და 312 მლნ 037 ათასი კვტ.სთ შეადგინა.

ამ პერიოდში რუსეთიდან 132 მლნ 617 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, აზერბაიჯანიდან კი - 179 მლნ 420 ათასი.

რაც შეეხება ექსპორტს, თებერვალში საქართველოდან 0.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა.