მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში იმპორტი 8%-ით გაიზარდა

5e6b35c337900
BM.GE
13.03.20 11:41
826
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2020 წლის თებერვალში საქართველოდან უცხოეთში $263,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია. იმპორტის მოცულობამ კი $703,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია. 

რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ჯამურ მონაცემებს, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ $1.85 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 328.7 მლნ. აშშ დოლარი (6.8 პროცენტით მეტი). 

"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის წინასწარ ანგარიშში. 

ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი საქონლის იმპორტის მოცულობის ზრდამ განაპირობა იმპორტის ჯამური მაჩვენებლის ზრდა. საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 19 მარტს გამოაქვეყნებს.