მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში იტალიიდან ფულადი გზავნილები 24%-ით გაიზარდა

5e6f3fe27dbc9
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.20 13:00
1082
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს 2020 წლის თებერვლის ფულადი გზავნილების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში იტალიიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ 21.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. შესაბამისად, თებერვალში ფულად გზავნილებზე იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიურ გავრცელებას ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. 

სტატისტიკის მიხედვით, ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც $28.6 მილიონ დოლარი გადმოირიცხა. 

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

1 რუსეთის ფედერაცია - 28 681 242 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -9,3%;
2 იტალია - 21 666 080 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 24,2%;
3 საბერძნეთი - 16 429 522 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16,0%;
4 ისრაელი - 14 443 560 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 12,6%;
5 აშშ - 14 392 528 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13,0%;
6 თურქეთი - 7 769 936 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0,9%;
7 გერმანია - 4 646 964 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 30,0%;
8 უკრაინა - 4 158 942 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 78,7% ;
9 ესპანეთი - 3 732 386 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,2% ;
10 პოლონეთი - 2 376 369 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,2% ;
11 აზერბაიჯანი - 2 050 427 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 44,7% ;
12 საფრანგეთი - 1 999 227 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,7% ;
13 ყაზახეთი - 1 877 717 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 46,9% ;
14 გაერთიანებული სამეფო - 1 463 560 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6,4% ;
15 კვიპროსი - 1 220 456 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 25,5% ;
16 კანადა - 1 107 707 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16,7% ;
17 ირლანდია - 1 012 974 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 60,1% ;
18 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 715 649 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6,2% ;
19 სომხეთი - 679 319 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -18,5% ;
20 ერაყი - 644 769 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -12,8% ;
21 შვედეთი - 575 364 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -3,4% ;
22 უზბეკეთი - 393 560 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -10,1% ;
23 ბელგია - 360 023 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,4% ;
24 ჩეხეთის რესპუბლიკა - 348 253 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 60,5% ;
25 ყირგიზეთი - 346 311 აშშ დოლარი კლება წინა წელთან -76,4%.

2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.