მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ოდენობა 75%-ით აღდგა

622b1bb8b8271
მარიამ ვარადაშვილი
11.03.22 14:00
602

აეროპორტების გაერთაინების ინფორმაციით, თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 75%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა კი 108%-ით აღდგა.

კერძოდ, 2022 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35 549 მგზავრს მოემსახურა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის თებერვალი 47 573 მგზავრი იყო. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვლში აეროპორტში რეისების 108% აღდგა და ჯამში ქუთაისიდან 170 რეისი შესრულდა. 

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.