15.მარტი.2019 19:40
ეკონომიკა, საზოგადოება

თებერვალში ტურისტებმა საქართველოში $169 მილიონი დოლარი დახარჯეს

თებერვალში ტურისტებმა საქართველოში $169 მილიონი დოლარი დახარჯეს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა $169 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს 2018 წლის თებერვლის მაჩვენებლთან შედარებით, $7.4 მილიონით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ჯამურ მაჩვენებს, ის $333 მილიონ დოლარს, ანუ 885 მილიონ ლარს შეადგენს.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, თებერვლის განმავლობაში საქართველოს 469,545 ვიზიტორი სტუმრობდა. ამ 469,545 ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 247,400 ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 5.1%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ვიზიტორთა ნაკადის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

აზერბაიჯანი - 83,51 ვიზიტი, რაოდენობა უცვლელია 0.0%;
სომხეთი - 70,078 ვიზიტი, კლება წინა წელთან -10.7%;
რუსეთი - 69,675 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 14.7%’
თურქეთი - 61,594 ვიზიტი, კლება წინა წელთან -19.8%
უკრაინა - 10,122 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან13.1%
ირანი - 7,549 ვიზიტი, კლება წინა წელთან -48.4%
ისრაელი - 7,153 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 198.4%
ინდოეთი - 3,527 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 26.8%
ფილიპინები - 3,252 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 11.0%
ყაზახეთი -2,768 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 34.4%

21.მაისი.2019 23:40
43

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

ვრცლად
21.მაისი.2019 23:28
222

რაზე შედგა და რაზე ვერ შედგა მოლაპარაკება - ინტერვიუ ანაკლიის კონსორციუმის CEO-სთან

ვრცლად
21.მაისი.2019 23:20
45

„დაინტერესებულები ვართ, რომ სწორედ ანაკლიის კონსორციუმმა მოიზიდოს დაფინანსება“

ვრცლად
21.მაისი.2019 22:30
64

„მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“

ვრცლად
21.მაისი.2019 21:10
86

2019 წლის ზამთრის სეზონზე „გოდერძის“ მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელდეს

ვრცლად
21.მაისი.2019 21:00
40

ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

ვრცლად