02.მარტი .2020 11:13

თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

views 385
უკან

საქსტატმა დღეს 2020 წლის თებერვლის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თვის განმავლობაში საქართველოში სამომხმარებლო კალათის ღირებულება წინა წელთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9.5 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.3 პროცენტი);

ყველა ჯგუფის მიხედვით, ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 12.7%;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 4.6%;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - კლება 1.7%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ზრდა 3.4%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - ზრდა 3.9%;
ტრანსპორტი - ზრდა 2.4%;
კავშირგაბმულობა - კლება 1.3%;
დასვენება, გართობა და კულტურა - ზრდა 2.5%;
განათლება - 3.1%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - ზრდა 8.7%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ზრდა 6.7%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა