22.იანვარი .2020 12:47

თებერვლიდან გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას დატოვებს

views 1085
უკან

თებერვლიდან საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას დატოვებს.
ამის შესახებ bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი.

ჩვენივე ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა - რა პოზიციაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს.

ჩვენ ველოდებით პასუხს ეკონომიკის სამინისტროდანაც.

bm.ge გიორგი ჩოგოვაძესთანაც ცდილობს დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა