მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა“ - პრემიერი

6017e98693dd9
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.21 15:54
770
სქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი იმ 18 ქვეყანას შორის, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს იღებენ იმის გამო, რომ მათ მიერ დაგეგმილი ვაქცინაციის სტრატეგია ვერ ხორციელდება.

„ეს სუბიექტური რეალობაა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა მადლობა გადავუხადოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს პირადად, რადგან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. როგორც შედეგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყანას სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას, რომელსაც პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად სამედიცინო სფეროს ექიმები ავცრათ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერი ამბობს, რომ ამის პარალელურად ვაქცინის დამატებითი დოზები თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში შემოვა.

„ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე, მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში ვაქცინაზე მუშაობას ვაგრძელებთ და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში დამატებით ახალი ვაქცინები გვექნება ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია ირწმუნება, რომ მთავრი მიზანია, ქვეყანაში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა, რომელიც მოქალაქეებს რისკს არ შეუქმნის.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვფრთხილობთ, მაგრამ როგორც ხედავთ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს“, - აღნიშნა მან.