კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი 25 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, ამ დროისთვის კურორტზე ორივე საბაგირო გამართულად მუშაობს.
გოდერძის კურორტზე მდებარე სასტუმრო “ირე პალასის” წარმომადგენელი BMG-ისთან ამბობს, რომ დატვირთულობის მხრივ კურორტზე ვითარება წინა წელთან შედარებით უკეთესია, თუმცა როგორ ჩაივლის სეზონი რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრები ჯავშნებს სხვადასხვა მიზეზით აუქმებენ.
“ახალი წლის დღეებში დატვირთულობა, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ნელ-ნელა ჯავშნების რაოდენობა ალბათ შემცირდება. ამ სეზონზე დაახლოებით 45-50 ნომერს ვამუშავებთ. ეს ნომრები საახალწლო დღეებში სრულად დატვირთული იყო. შემდეგ 60-70%-მდე შემცირდა. თებერვლისთვის ჯავშნები ჯერჯერობით არ გვაქვს და მხოლოდ იანვრის ჯავშნებია. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით არსებული ჯავშნებით რამდენ პროცენტიანი დატვირთულობა იქნება, რადგან შესაძლოა დაჯავშნონ 7-8 ნომერი, მაგრამ შემდეგ გააუქმონ. ზოგს კოვიდი უფიქსირდება ან გზა იკეტება. ამიტომ, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. შესაძლოა იმდენი ჯავშნები მქონდეს, რომ მეგონოს 10 დღის შემდეგ 100%-ით დავიტვირთები, მაგრამ რეალურად 5-10%-ით დავიტვირთო. არ ვიცი, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია”,-აცხადებს სასტუმროს ადმინისტრაციის მენეჯერი თორნიკე ირემაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი