მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვლის პირველ კვირაში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა 47%-ით შემცირდა - TBC Capital

60267e4fe9e61
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.21 17:32
708
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ახალი იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შენელდა. თებერვლის პირველ კვირაში ამ შემცირებამ წლიურ ჭრილში 47% შეადგინა.

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იპოთეკური სესხების შემცირებასთან ერთად შესამჩნევია უძრავ ქონებაზე გარიგებების კლებაც, თბილისში გარიგებების მოცულობა 15%-ით არის შემცირებული.

ამასთან, ორგანიზაციის წინა შეფასებაში აღნიშნული იყო, რომ წლიურ ჭრილში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აშშ დოლარში გამოხატული კვადრატული მეტრის ფასი 7%-ით არის შემცირებული. კვლევის მიხედვით, ეს კლება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტს ასახავს და მაღალი ალბათობით ფასების შემცირება მომავალშიც გაგრძელდება. 

2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უძრავი ქონების ფასების სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას აფინანსებდა. BMG-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკიდან ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდება. ამასთან, გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარი იყო. 

შესაბამისად, სუბსიდირებული სესხის საშუალო მოცულობა 98,063 ლარია. 

რა იყო სუბსიდირების პროგრამის პირობები: 

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; 
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში; 
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა); 
● სუბსიდია გაიცემოდა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე; 
● შეეხო მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღო იპოთეკური სესხი ახალ აშენებული ბინის შესაძენად.