მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Saudi Aramco-ს შვილობილი კომპანიის - Luberef-ის აქციები საფონდო ბირჟაზე განთავდება.
IPO-ს შემდეგ საუდის არაბეთის საფონდო ბირჟაზე Luberef-ის 50 მილიონი აქცია განთავსდება, რაც კომპანიის 29.6%-იან წილს შეესაბამება.
Luberef-ი წარსულში Aramco Lubricating Oil Refining Company-ს სახელით იყო ცნობილი და ის ზეთების რაფინირებითაა დაკავებული.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მკვეთრად გაძვირების ფონზე, არაბული ენერგოგიგანტი რეკორდულ მოგებაზეა. ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Saudi Aramco-მ 145 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, აქედან 41 მილიარდი დოლარი კი წმინდა მოგება იყო.
Saudi Aramco-ს შემოსავლების ზრდა, ბუნებრივია, დადებითად აისახება საუდის არაბეთის ეკონომიკაზე. III კვარტალში ქვეყნის მშპ-ის მოცულობა წლიურ ჭრილში 8.6%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირაა კავშირში ენერგორესურსების რეალიზაციით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებთან.
Aramco-ს გენერალური დირექტორის ამინ ნასერის განცხადებით, ნავთობზე მაღალი მოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში კი კომპანია შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ Saudi Aramco მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.91 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მას $2.35 ტრილიონით მხოლოდ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple უსწრებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი