27.ნოემბერი .2019 13:26

„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმში ღია კარის დღე გამართა

views 324
უკან

26 ნოემბერს „თეგეტა აკადემიამ“ ბათუმში ღია კარის დღე გამართა.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონში მოღვაწე წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საინტერესო და ინტერაქტიული პრეზენტაცია წარმოადგინა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ „თეგეტა აკადემიის“ მიმდინარე სიახლეებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში.

2019 წლიდან „თეგეტა აკადემიას“ მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს სთავაზობს, რაც პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება.

„თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უცხოელი ტრენერები ავტოინდუსტრიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა. „თეგეტა აკადემია“ წელიწადში 80-ზე მეტ ტრენინგს ატარებს. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა