მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

6284e376a61f3
BM.GE
18.05.22 16:40
810
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Construction Machinery Georgia „ლიბჰერთან“ (Liebherr) თანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 14 მაისს, წინანდალში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე. სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთის ბაზარს გერმანული პრემიუმ ბრენდის სამშენებლო და სამთო-მომპოვებელ ტექნიკას ექსკლუზიურად შესთავაზებს.

„რეგიონის მასშტაბით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. როდესაც გადავწყვიტეთ, საქართველოსა და სომხეთში შემოვსულიყავით, სწორედ მაშინ შევხვდით „თეგეტა ჰოლდინგს“ და პარტნიორობა შევთავაზეთ. მათზე არჩევანი რამდენიმე კომპანიას შორის გავაკეთეთ. ახლა, საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის დროს, ამ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. შევხვდი „თეგეტა ჰოლდინგის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“ - აცხადებს „ლიბჰერის“ სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი ტექნიკის მიმართულების გენერალური დირექტორი რაფაელ გოპფელი.

წინანდალში გამართულ შეხვედრაზე Construction Machinery Georgia-სა და Fayat group-ის წევრი „მარინის“ (Marini) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია უკვე არის უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდის, „ბომაგის“ (Bomag) ოფიციალური დილერი.

სამივე პრემიუმ ბრენდი საგზაო, სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის სრულ ხაზს ფარავს.

„ლიბჰერთან“, „ბომაგთან“ და „მარინისთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიახლით „თეგეტა ჰოლდინგი“ და Construction Machinery Georgia ადგილობრივ ბაზარს საგზაო-სამშენებლო ტექნიკის სრულ სპექტრს შესთავაზებს, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათი ბიზნესისთვის. გვექნება შესაძლებლობა, „თეგეტა ჰოლდინგის“ პორტფელში შემავალი მძიმე ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ბაზრის ნებისმიერი მოთხოვნა ჩვენი ბრენდების საშუალებით დავფაროთ“ - აღნიშნავს Construction Machinery Georgia-ს დირექტორი ნიკა აბესაძე.

საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდების ოპერირების აღსანიშნად წინანდალში გამართულ შეხვედრას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, „ლიბჰერის“ (Liebherr), „ბომაგისა“ (Bomag) და „მარინის“ (Marini) წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მომხმარებლები.

შეხვედრაზე კომპანიების პრეზენტაციები გაიმართა. Construction Machinery Georgia-მ კი სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.


გარდა ამისა, ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, ადგილზე გასცნობოდნენ „ბომაგის“ (Bomag) საგზაო-სამშენებლო ტექნიკას.

 „ბომაგისთვის საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა. აქ ბევრ საგზაო-სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ვხედავთ დიდ პოტენციალს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. „ბომაგისთვის“, „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „ქონსთრაქშენ მაშინერი ჯორჯიას“ შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება იყო. „თეგეტა“ დიდი, კარგად ცნობილი ჰოლდინგია. აღსანიშნავია ისიც, რომ მას გზების მშენებლობის მიმართულებით პარტნიორობის კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ ეს გახდა „ბომაგის“ დილერად მისი შერჩევის მიზეზი“ - აცხადებს  „ბომაგის“ გაყიდვების რეგიონული მენეჯერი იონას ბეჩევიუსი.
 
ცნობისთვის: „ლიბჰერი“ (Liebherr) გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის წარმოების სფეროში წამყვან ადგილს იკავებს. დღეს Liebherr-ის ბრენდი 140-ზე მეტ ბიზნესგაერთიანებას მოიცავს და 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„ბომაგი“ (Bomag) და „მარინი“ (Marini) უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Fayat group-ის წევრი კომპანიები არიან.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით და გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. კომპანია დღეს, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Marini ლიდერია ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით და დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

აღნიშნულ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობით, Construction Machinery Georgia მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს შესთავაზებს. კომპანიაში ტექნიკის სერვისს დატრენინგებული, კვალიფიციური მექანიკოსები, თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის მეშვეობით განახორციელებენ.

(R)