მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა ჰოლდინგის“ რეკორდული 2022 წელი - მილიარდიანი შემოსავალი და რეგიონული გაფართოება - ინტერვიუ ვახტანგ კაჭარავასთან

63e4d75ee141c
BM.GE
09.02.23 15:25
1531
პანდემიის უარყოფითი შედეგები და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი - ეს ის ორი მთავარი ფაქტორია, რომლებმაც 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი შეცვალა. ამ ფონზე რეგიონის საავტომობილო სექტორს ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ ეს გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და 2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დახურა - კომპანიის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ გასული წელი რეკორდების წელია ყველა მიმართულებით: უპრეცედენტოდ მასშტაბური ემისია ეროვნულ ვალუტაში; ახალი ბრენდები და წარმომადგენლობები; ტექნოლოგიური მიღწევები; რეგიონული პროექტები და ინფრასტრუქტურა; მსოფლიო პრობლემები და ახალ გამოწვევებთან გამკლავების გზები; მომსახურების ხარისხი და პროფესიონალების გუნდი - 2022 წლის მთავარ მოვლენებსა და 2023 წლის გეგმებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა მოგვიყვება.

„2022 წელს, წინასთან შედარებით, 20%-იანი ზრდა გვქონდა და ჩვენმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ „თეგეტა“ ქვეყანაში უმსხვილესი კომპანიების სამეულშია.

გასული წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა. კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - სადაზღვევო კომპანიებსა და საბანკო სექტორს ჩვენ 150 000 000 ლარის ღირებულების ბონდები შევთავაზეთ. არც რეგიონში და არც აღმოსავლეთ ევროპაში ავტოინდუსტრიის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ემისია ეროვნულ ვალუტაში აქამდე არ განხორციელებულა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და დიდი ინტერესი კომპანიის მიმართ მაღალ სანდოობასა და რეპუტაციაზე მიუთითებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ე.წ. „მწვანე ბონდების“ ემისიასაც ვაპირებთ“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ სანდოობისა და რეპუტაციის მაგალითია ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით უკვე რეგიონის მასშტაბზე გავედით. გავიმარჯვეთ EBRD-ის ტენდერში, რომელიც სომხეთის დედაქალაქისთვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსების მიწოდებას ითვალისწინებს. ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის უმკაცრესი კრიტერიუმები სწორედ „თეგეტამ“ დააკმაყოფილა.

„თეგეტას“ ძლიერ რეგიონულ მოთამაშედ დამკვიდრებაზე მიუთითებს ინოვაციური შოურუმების გახსნა და ახალი ბრენდების დამატებაც. ფრანგული პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციული ავტომანქანები; ასევე გერმანული წარმოების Liebherr; FAYAT ჯგუფის ბრენდები; საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG და ამერიკული ბრენდი GOMACO 2022 წლიდან უკვე „თეგეტას“ პორტფელშია.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი საქმიანობის არეალი ყოველწლიურად იზრდება და ამ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობით „თეგეტა ჰოლდინგი“ ბიზნესის ახალ სეგმენტებს ითვისებს. მათ შორის არის ისეთი უპრეცედენტო პროექტები, როგორებიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა და ასფალტისა და ბეტონის წარმოება. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი. ეს ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა მსოფლიოში, რომელიც „Destination Porsche“ კონცეფციით შეიქმნა. გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა.

„თეგეტა“ მუდმივად უწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა გამოწვევას შესაძლებლობად გარდაქმნის. პანდემიამ არაერთი ცვლილება მოითხოვა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დისტანციურ გაყიდვებს, რაც მსოფლიო საავტომობილო ბაზარზეც კი შედარებით ახალი სერვისია. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, „თეგეტა“ იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს ავტომობილების ციფრული შოურუმით სარგებლობის საშუალება მისცა. საუბარია ჩვენს შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ კავკასიაზე“, რომელიც შვედური ბრენდის ავტომობილებს, საქართველოს გარდა, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც წარმოადგენს“.

როგორც უკვე ვიცით, „თეგეტას“ საავტომობილო ეკოსისტემა გულისხმობს უნიკალურ, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების სრულ სპექტრს, რომელსაც წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კიდევ ერთი უნიკალური პროექტი დაემატა - „თეგეტას“ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო უმარტივებს.

2022 წელზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხოთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს, რომელმაც მსოფლიოში უამრავი რამ შეცვალა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ომის დაწყების შემდეგ იყო გამოწვევები, რაც საქართველოს, როგორც მაღალი რისკის ზონაში მყოფ ქვეყანას, უკავშირდებოდა და გარკვეულწილად ართულებდა ჩვენს პარტნიორ ავტომწარმოებლებთან ურთიერთობას საკრედიტო პირობებთან დაკავშირებით. ბოლო თვეებში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და „თეგეტა“ იბრუნებს და კიდევ უფრო აუმჯობესებს აღნიშნულ პირობებს. ეს ჩვენი ბიზნესის ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და იმ მაღალ ნდობაზე მიუთითებს, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ჩვენი პარტნიორი ავტომწარმოებლებისგან წლებია იმსახურებს“.

2022 სიახლეების წელი იყო შიდა კორპორაციული განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებითაც. CSR პროექტების კუთხით „თეგეტას“ პრიორიტეტებია: ქალთა გაძლიერება, განათლების ხელშეწყობა, გარემოზე ზრუნვა და ინოვაციები.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ავტოსფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია საავტომობილო პროდუქტების მართვა და სერვისის შემდგომ მიღებული ნარჩენების გადამუშავება. ამ მიმართულებით ჰოლდინგის შემადგენლობაში გაჩნდა კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტ“, რომელიც ვალდებულებას იღებს ნარჩენების მართვაზე საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების დამუშავების მიმართულებით. უსარგებლო ნაწილები რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

„თეგეტა“ დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. წლევანდელ ჩამონათვალშია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაეროს მოსახლეობის ფონდთან. ვფიქრობთ, გამორჩეულია „თეგეტას“ წვლილი პროფესიული განათლების მიმართულებითაც. „თეგეტა აკადემიაში“ წელს რამდენიმე პროექტი დავიწყეთ. ერთ-ერთია „ელექტუდი“, რომელსაც USAID-თან ერთად ვახორციელებთ. ეს პროგრამა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას ავტოინდუსტრიის სფეროში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „თეგეტას“ ავტორიზებულ კოლეჯში უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ“.

ტექნოლოგიური მიღწევები, რეგიონული განვითარება, ახალი ბრენდები, წარმომადგენლობები, სერვისცენტრები, შოურუმები, სრულიად ახალი მიმართულებები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადაკონვერტირებული რეალურ შედეგებში.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიზანია, 2023 წელი ახალი რეკორდების წლად შევიდეს ისტორიაში.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამით არ ვკმაყოფილდებით.

საქართველოს სატრანზიტო მოძრაობა მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ კი გვაქვს 30-წლიანი გამოცდილება და ვიცით, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი სატვირთო სერვისი. ამის გათვალისწინებით გვინდა გავაკეთოთ სატვირთოების უპრეცედენტოდ დიდი სერვისცენტრი, რომლის მშენებლობაც ივნისში დაიწყება. ეს იქნება ჰაბი, სადაც განთავსდება ტერმინალი, საბაჟო საწყობი და ყველა სერვისი, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. ასევე ივნისში დავიწყებთ მუშაობას დიდ, ინოვაციურ, მულტიფუნქციურ კომპლექსზე წეროვანში. ეს იქნება „თეგეტას“ მშრალი პორტი, კომპლექსური ლოგისტიკური ჰაბი, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოებსაც მოვემსახურებით.

გარდა ამისა, ვაკეში გაიხსნება ინოვაციური, მულტიფუნქციური კომპლექსი სადაც ვოლვოს შოურუმი და თეგეტას სერვისცენტრები განთავსდება. ეს იქნება მომსახურების სრულიად ახალი ცენტრი: კეთილმოწყობილი, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი და უფრო დიდი გამტარობით, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

სამწლიან ჭრილში დაგეგმილი გვაქვს 20-30 ახალი ობიექტის დამატება ექსპრეს სერვისების მიმართულებით და ამ კონცეფციაზეც უკვე ვმუშაობთ.

„თეგეტა“ ისწრაფვის გახდეს კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ლისტინგში, რაც თავის მხრივ, მსოფლიო აღიარებასთან ერთად, გაზრდილი შესაძლებლობების, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვისა და მხარდაჭერის გარანტია იქნება“.

2023 წელს, ამბიციურ გეგმებთან ერთად „თეგეტას“ ნომერ პირველ ამოცანად, კვლავ მომხმარებელი და მისი კმაყოფილება რჩება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

(რ)