მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თეგეტა მოტორსი" ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს

5da6e4ad3f82d
BM.GE
16.10.19 13:35
1654
„თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ, თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილმა ხუნდებმა არასასიამოვნო ხმა გამოსცა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ.

ATE მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია სამუხრუჭე ხუნდების სფეროში და უსაფრთხოების საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევა. მიმდინარე აქციის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის“ ქსელში ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდების შეძენა 45 ლარიდან შეგეძლებათ.

სამუხრუჭე ხუნდი ავტომობილისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც აქვს ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური.
სამუხრუჭე ხუნდების არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ხშირად გვიწევს აღმართიდან დაღმართში მოძრაობა. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს გადახურების მაღალი რისკი უხარისხო ხუნდების დაყენების შემთხვევაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „თეგეტაში“ წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა სამუხრუჭე ხუნდები, რომლებიც არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას - აზბესტს და არ აზიანებს გარშემომყოფებსა და გარემოს.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ხუნდი ახალი გამოცვლილი გვაქვთ და დროზე ადრე გამოსცემს არასასიამოვნო ხმას, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი მისი ხელახლა გამოცვლაა, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებითან, დაკარგულ დროსთან და ნერვებთან. სწორედ ამიტომ პრემიუმ ხარისხის ხუნდები, რომლებიც საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევა: მცირე სამუხრუჭე მანძილით, გადახურებისადმი მდგრადობით, ეკოლოგიურობითა და ოპტიმალიური საექსპლუატაციო ვადით, საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის.
NS