მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები მომხმარებელს ყველაზე რთულად მისადგომ ლოკაციებზე ემსახურებიან

6476f6925a29d
BM.GE
31.05.23 11:21
374
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მობილური ჯგუფები მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან, ყველაზე მიუვალ და რთული რელიეფის ლოკაციებზე. ამ თემაზე „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური ტექნიკის დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ახლოურმა Forbes Auto-ს რუბრიკაში ისაუბრა.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური ტექნიკის დეპარტამენტის უფროსი:სპეცტექნიკის სერვისცენტრში გადაყვანა ძვირადღირებული პროცესია, რადგან ხშირ შემთხვევაში არის არაგაბარიტული, სჭირდება დაცვის პოლიციით გაცილება და ლაფეტით გადაყვანა, რაც დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენს მობილურ ჯგუფებს დაზიანების ადგილზევე შეუძლიათ როგორც ელექტროსამუშაოების შესრულება, ისე ძრავასა და საწვავის სისტემაზე მანიპულაციები, სარეგლამენტო, რეგულარული სერვისების ჩატარება, ჰიდრავლიკის სისტემების აღდგენა და სავალი ნაწილის შეკეთება. მსხვილი აგრეგატების რემონტის გარდა, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ადგილზე.

ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისის ხანგრძლივობაა. გამოცდილი გუნდის დახმარებით წინასწარ ვაფასებთ დაზიანებას, მიგვაქვს სათადარიგო ნაწილები და უმრავლეს შემთხვევაში ადგილზე ერთი ასვლით ვასრულებთ პროცესს. სწორედ ეს არის საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკა“.

ახლოურის თქმით, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მომხმარებლებს საჭირო ნაწილებითაც უზრუნველყოფენ და აუცილებლობის შემთხვევაში, ნაწილები სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოაქვთ რამდენიმე დღეში.

„თეგეტა მოტორსის“ 15 მობილური ჯგუფი გამოცდილი მექანიკოსებისგან არის დაკომპლექტებული, რომელთა ნაწილს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც სპეციალური ტექნიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ახლოური ამბობს, მომხმარებელს საშუალება აქვს, ტექნიკის დაზიანების ადგილზე მიიღოს მომსახურება და ამით ხარჯები მნიშვნელოვნად შეამციროს.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური ტექნიკის დეპარტამენტის უფროსი: „საქართველოს გარდა, ჩვენი ცოდნის ექსპორტს რეგიონშიც ვახდენთ. ჩვენ გამოცდილი მექანიკოსები გვყავს, ბევრ მათგანს 15 და მეტი წელი აქვს ამ სფეროში ნამუშევარი. რეგიონის ცენტრალურ სერვისცენტრებში გამოცდილი მენეჯერები გვყავს მივლენილი და ისინი ადგილობრივ თანამშრომლებს ატრენინგებენ. ადგილზე აწვდიან საჭირო ცოდნას და უზიარებენ გამოცდილებას“.

„თეგეტა მოტორსს“ საქართველოში, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის 4 ცენტრალური სერვისცენტრი აქვს - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში.

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.



(რ)