მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა მოტორსმა“ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო - „ეს გამოწვევა მივიღეთ“

60c4d4319fd01
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.21 20:40
3692
„თეგეტა მოტორსის“ ფინანსური დირექტორი ვახტანგ კაჭარავა „Forbes კვირას“ რუბრიკა „კონცეპტში“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს პერიოდი ისევე როგორც სხვა დარგებისთვის, მარტივი არ იყო, თუმცა კომპანია არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა და მართვის მოდელში ცვლილებების შეტანაც დაიწყო.

ვახტანგ კაჭარავა აცხადებს, რომ ეს არ იყო მხოლოდ პანდემიის ეფექტით გამოწვეული ცვლილებები, არამედ მარვთის მოდელის ცვლილება კომპანიის 25 წელზე მეტი დროის განმავლობაში ოპერირებამ და სიახლეებზე მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამ პროცესში „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას უსვამს ხაზს, რადგან ბანკმა ტრანსფორმაცია პანდემიამდე ბევრად ადრე დაიწყო.

„2020 წელს „თეგეტაში“ 2019 წლის შედეგების შენარჩუნებას შევეცადეთ და რაღაც კომპონენტებში ეს შედეგები გავაუმჯობესეთ კიდევაც. 2020-ში ჩვენ მართვის მოდელის შეცვლა, ეჯაილ ტრანსფორმაცია დავიწყეთ.

თეგეტას 20-ზე მეტი შვილობილი კომპანია ჰყავს და 5-ზე მეტი ბიზნესხაზი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ პანდემია მენეჯმენტში ცვლილებების დასაწყებად კარგი პერიოდი არ არის, თუმცა ეს გამოწვევა მივიღეთ. ვფიქრობ, ამ პროცესში 2 მთავარი ამოცანა გვქონდა. ერთი - უნდა შეგვექმნა მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულება და 360 გრადუსით დაგვენახა მათი მოთხოვნები; მეორე კი გუნდში დამატებითი ზრდის პოტენციალი გაჩენა და პერსპექტივა იყო. აქამდე ტრადიციული მიდგომა იყო კლიენტების კლასების მიხედვით მომსახურება, ახლა პირიქით დავინახეთ და მივხვდით, რომ მომხმარებლის კლასიფიკაცია მნიშნელოვანი არ არის, მთავარია მათ მიიღონ ხარისხიანი სერვისი.

ჩვენ ავტომწარმოებლების მხრივ ათეულობით ბრენდის წარმომადგენელი ვართ და ყველა შემთხვევაში დიჯიტალიზაცია მნიშვნელოვანია. „პორშეს“ და „ვოლვოს“ მწარმოებლები, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ამბობენ, რომ წელს მათი გაყიდვების 10% ე.წ იქომერსის მიმართულებით იქნება. კვლევები აჩვენებს, რომ ამგვარ გაყიდვებს დამატებითი ღირებულებები მოჰყვება - მომხმარებელი დროს ზოგავ და გამყიდველი კი მეტი მომსახურებას შეთავაზებას ახერხებს, რაც ერთგვარი კომფორტია ორივე მხარისთვის“, - განმარტა ვახტანგ კაჭარავამ.