მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თეგეტა მოტორსში” მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% უკან დაუბრუნდება

5f3cd8a54d87a
BM.GE
19.08.20 11:43
1116
“თეგეტა მოტორსში” სპეციალური აქციები და შეთავაზებები დაიწყო. ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების და ავტოსათადარიგო ნაწილების შეძენისას მომხმარებელს გადახდილი თანხის 30% “თეგეტა ქარდზე” დაუბრუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. 

"თეგეტას" ინფორმაციით, აღნიშნულ აქციასთან ერთად სხვადასხვა პროდუქტზე მინიმალური ფასების აქციაც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ზაფხულის საბურავები და აკუმულატორები 69 ლარიდან, ძრავის ზეთები კი 7 ლარიდან.

„თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე. „იმ მომხმარებელს, რომელიც მუდმივად დაკავებულია, „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებას გთავაზობთ. თუ არ გაქვთ დრო თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში მისაყვანად, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: ( +995 32 ) 226 44 44, გამოიძახოთ „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერი, რომელიც გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვისცენტრში, გამართავს და დაგიბრუნებთ უკან თქვენთვის სასურველ მისამართზე” - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

ამასთან, მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის „თეგეტას“ ვაკის ფილიალი (უნივერსიტეტის ქუჩა N6) განახლებული, გაზრდილი სამუშაო განრიგით მოგემსახურებათ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 21:00 საათამდე, შაბათს - 09:30 -18:30 საათამდე და კვირას - 09:30 - 18:00 საათამდე.