მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტა მოტორსში“ სატვირთო ავტომობილების მიმართულებით სრულფასოვანი მობილური სერვისი იქმნება

6477499b4f570
BM.GE
31.05.23 17:27
470
„თეგეტა მოტორსი“ სატვირთო ავტომობილების მობილურ სერვისს გააფართოებს. ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორმა, მიხეილ ვაშაკიძემ Forbes Auto-ს რუბრიკაში სტუმრობისას ისაუბრა. ამ ეტაპზე სერვისი ადგილზე საბურავებისა და აკუმულატორების შეცვლა-მონტაჟს მოიცავს.

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების მიმართულების დირექტორი: „დღეისათვის მობილური ჯგუფების დახმარებით ადგილზევეა შესაძლებელი დაზიანებული საბურავების შეცვლა, ბალანსირება და მონტაჟი, იგივე ეხება აკუმულატორებსაც. გარდა ამისა, შეგვიძლია, ადგილზე შევამოწმოთ, რამდენად გამართულია სატვირთოს ელექტრობა. ამ კომერციული ტრანსპორტის გადაადგილება და სერვისცენტრში მოყვანა დროსთან და თანხებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებს სამუშაო პროცესი გავუმარტივოთ და ხარჯების დაზოგვაშიც დავეხმაროთ.

ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადაში შევქმნათ სატვირთო ავტომობილების სრულყოფილი მობილური სერვისი, რაც ბიზნესის უწყვეტობას შეუწყობს ხელს და შესაძლებლობა გვექნება, საჭიროების შემთხვევაში, მოკლე ვადებში ადგილზევე გავუწიოთ მსურველებს ნებისმიერი მომსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ სატვირთოების ცენტრალური სერვისცენტრი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის სტანდარტებით არის მოწყობილი და რეგიონში ყველაზე დიდი ცენტრია“.

„თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების ცენტრალური ფილიალი მულტიბრენდულია, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონი დოლარია. ტერიტორია 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-ამდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორისაა: BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC.

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.