მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მუსიკოსია

5de7d0aab1946
BM.GE
04.12.19 20:00
2216
ტეილორ სვიფტი ათი წლის წინ მხოლოდ ქანთრის სტილში დამწყები მომღერალი იყო, დღეს კი, VMAs-ში ყველაზე მეტ ნომინაციაშია ნომირებული და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მუსიკოსია. იგი შემოსავლებით ბიონსესაც კი უსწრებს, რომელმაც პოზიციები დათმო და მეორე ადგიოლზე გადაინაცვლა.

ტეილორ სვიფტმა შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი 2019 წელს საკუთარი ტურნედან მიიღო (Reputation Stadium Tour) და იგი ასევე დამატებით შემოსავლებს ელოდება ახალი ალბომის Lover-ის გაყიდვებიდან, რომლის პრემიერაც გასულ კვირას შედგა.

Forbes 30 Under 30 მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მუსიკოსების ათეულს აქვეყნებს, იმ შემოსავლების მიხედვით, რომლებიც მომღერლებმა მიიღეს 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე. უნდა აღინიშნოს, რომ აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების ხარჯები დაქვითული არ არის. მათი შემოსავლები გამოთვლილია Nielsen Music-ისა და Pollstar-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

10. შაკირა
შემოსავლები: $35 მილიონი

9. სელინ დიონი
შემოსავლები: $37.5 მილიონი

8. ლეიდი გაგა
შემოსავლები: $39.5 მილიონი

7. ჯენიფერ ლოპესი
შემოსავლები: $43 მილიონი

6. არიანა გრანდე
შემოსავლები: $48 მილიონი

5. ფინქი
შემოსავალი: $57 მილიონი

4. კეიტი პერი
შემოსავლები: $57.5 მილიონი

3. რიანა
შემოსავლები: $62 მილიონი

2. ბიონსე
შემოსავლები: $81 მილიონი

1. ტეილორ სვიფტი
შემოსავლები: $185 მილონი