08.იანვარი .2020 09:16

თეირანში "უკრაინის ავიახაზების" ბოინგი ჩამოვარდა, ბორტზე 180 მგზავრი იყო

views 801
უკან

8 იანვარს, ირანის დროით 06:22 წუთზე, თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, "უკრაინის ავიახაზების" კუთვნილი ხომალდი ჩამოვარდა. ირანის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბორტზე სხვადასხვა ვერსიით 167-დან 180-მდე მგზავრი იმყოფებოდა. 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოებისთვის 4 ვერტმფრენი და სამედიცინო დახმარების 22 მანქანა გაგზავნეს. 

Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავი უკრაინაში, კიევის ბორისპოლის აეროპორტისკენ მიემართებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, უკრაინის ავიახაზებმა 2016 წელს შეიძინა.

რამდენიმე საათის წინ, ირანმა, ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.  ბაზების მიმართულებით 6-დან 10 რაკეტამდე ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროთა შორის დაშავებულები არ არიან. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა