11.მაისი .2020 13:18

"თელასი" მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისთვის სემეკი-ს პროექტს შეუერთდა

views 232
უკან

ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზების მიზნით, კომპანია „თელასი“ ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პროექტს შეუერთდა. 
ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. 

ენერგოკომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაინერგა ახალი მომსახურება, რომლის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონზე აკრიფოს *303# და გაიგოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში მისთვის საინტერესო ინფორმაცია. მომსახურებით სარგებლობა უფასოა. 

„პროექტის განსახორციელებლად სს „თელასი“ მიაწვდის მარეგულირებელ კომისიას და მობილური კავშირის ოპერატორებს შესაბამის საინფორმაციო ბაზას. 

ახალი მომსახურების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: 

• გაიგოს მიმდინარე ბალანსი და მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი; 
• გაიგოს ელექტროენერგიის/სასმელი წყლის/ბუნებრივი გაზის ქსელში გეგმური/არაგეგული წყვეტის შესახებ ინფორმაცია და მომარაგების აღდგენის დრო; 
• დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა, ოპერატიულად რეაგირებისთვის; 
• მოთხოვნის შემთხვევაში, გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება; 
• დაარეგისტრიროს მისი მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე; 
• შეამოწმოს აბონენტზე უკვე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრები და იქვე წაშალოს არასასურველი. 
• გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. 

პროექტის მიზანია, კომუნალურ მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების გამარტივება. 
პროექტი განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივით, სს „თელასი“-ს, სხვა კომუნალური მომსახურების კომპანიების და მობილური ოპერატორების ერთობლივი ძალისხმევით”, - ნათვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.