მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელასი” სატარიფო განაცხადზე სემეკ-ის გადაწყვეტილებას მარტში ელოდება

61e93cb4d5944
სალომე ჭიპაშვილი
20.01.22 15:46
1047
2022 წელს “თელასის” მთავარი პრიორიტეტი ტექნოლოგიებში ინვესტირება იქნება - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” კომპანიის ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის უფროსმა კახაბერ ხარებავამ განაცხადა.

“თელასის” შემთხვევაში ფინანსური რესურსები ძირითადად ქსელის მხარდაჭერის დაფინანსებისა და მისი განვითარების უზრუნველსაყოფად მიიმართება.

“ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა უკვე შეთანხმებულია სემეკ-თან, სადაც ჩადებულია „ჭკვიანი მრიცხველების“ დამონტაჟება. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იმ რაოდენობით, თუმცა ინოვაციების დანერგვის საშუალებას მოგვცემს. აგრეთვე ვფიქრობთ, რესურსები ქსელის მხარდაჭერის მიმართულებითაც იქნება გამოყენებული, რაც ქსელის გამართულ ფუნქციონირებასა და განვითარებას უზრუნველყოფს", - აცხადებს ხარებავა.

მისივე ინფორმაციით, ქსელის განვითარებაში ფინანსების უზრუნველყოფა აბონენტების მხრიდან და აგრეთვე გრძელვადიანი მოზიდული სახსრებით ხდება, რადგან აბონენტებისგან მიღებული ფულადი შემოსავლები ქსელის განვითარების კაპიტალურ დანახარჯებს სრულად ვერ ფარავს.

“თელასმა” თავის მხრივ სატარიფო განაცხადი 30 სექტემბერს წარადგინა და “სემეკს” გადაწყვეტილების მისაღებად ვადა მარტის ბოლომდე აქვს. სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მარტო „თელასის“ კომპონენტზე არ არის დამოკიდებული, ეს საერთო სურათიდან გამომდინარე ხდება“, - აცხადებს კახაბერ ხარებავა.

ცნობისთვის: 2021 წელს “თელასმა” ზედიზედ მესამედ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო, აგრეთვე სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა სს “თელასი” პირველად შეაფასა და კომპანიას გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი “B+”-ით და “სტაბილური” პროგნოზით განსაზღვრა. “თელასი”-სთვის რეიტინგის მინიჭება განაპირობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ხუთწლიანი ობლიგაციების განთავსების განძრახვამ 130 მილიონი ლარის დაფინანსების მოზიდვის მიზნით.