მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თელასის“ 75% რუსული კომპანიისაა, გადამწყვეტი აღარ არის, დანარჩენი 25% ვის ხელში იქნება – დეპუტატი

5f3262858d2c3
თამთა ჯიჯავაძე
11.08.20 17:20
2255
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, “საპარტნიორო ფონდის“ მიერ „თელასის“ აქციების 24.5%-იანი წილის გასხვისება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის.

ამასთან, როგორც BM.GE-ს არველაძემ განუცხადა, ეს საკითხი უკვე დიდი ხანია იდგა დღის წესრიგში და ამაში გასაოცარს ის ვერაფერს ხედავს.

„როდესაც „თელასის“ 75% რუსული კომპანიისაა, გადამწყვეტი უკვე აღარ არის დანარჩენი 25% რუსული კომპანიის იქნება თუ რომელიმე სხვა კომპანიის. იმათ საკონტროლო პაკეტი ხელში აქვთ. ახლა პრაქტიკულად საქართველო ვერანაირ მონაწილეობას ვერ იღებს. ორი ადამიანი ჰყავთ სამეთვალყურეო საბჭოში, ეს სამეთვალყურეო საბჭოც გინდ ყოფილა და გინდ არა“, – განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდმა“ „თელასის“ აქციების გასხვისების გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულების საფუძველზე მიიღო და კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი გამოაცხადა. შედეგად, საქართველოს სახელმწიფოს კომპანიაში აქციები აღარ ექნება.

ამჟამად, „თელასის“ 75%-ს რუსული კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს, 24.5%-ს კი „საპარტნიორო ფონდი“.