მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თელასმა" დღემდე არ იცის, სად გადის მისი კომუნიკაციები - საკრებულოს წევრი "თელასს" აკრიტიკებს

627e3415c1cde
ანუკა ჯოხაძე
13.05.22 22:38
1271
თბილისის საკრებულოში "თელასის" საქმიანობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან დედაქალაქში ტექნიკური ხასიათის ხარვეზები ფიქსირდება. საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ კომპანიამ ამ დრომდე ვერ გაარკვია, სადაც არის მისი კომუნიკაციის ქსელი გაყვანილი, რაც ქალაქში სხვადასხვაა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში ხარვეზებს ქმნის.

როგორც საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე ამბობს, კომპანია “თელასთან” შეხვედრა ორშაბათს შედგება, სადაც კომპანიას არსებულ ხარვეზებზე განმარტებების გაკეთება მოუწევს.

“ორშაბათს წარვადგენთ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ რა ხარვეზები აქვს "თელასს". დღემდე ამ კომპანიამ არ იცის, სად გადის მისი კომუნიკაციები. ძალიან მარტივია, წლის განმავლობაში მათ შეეძლოთ, რომ დაედგინათ სად გადის მათი კომუნიკაციები, ეს არამხოლოდ საქალაქო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აფერხებს, არამედ უბრალოდ უსაფრთხოების პრობლემებიც გვაქვს. ხშირად "თელასის" კაბელები არის მიწისქვეშ ჩადებული არა ისე, როგორც ნორმებით არის განსაზღვრული, არამედ ზედაპირზე, რაც უსაფრთხოების ნაწილში პრობლემებს ქმნის", - ამბობს საკრებულოს წევრი, რევაზ სოხაძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში დედაქალაქში ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიას ფლობს. მიმწოდებელი კი კომპანია "თელმიკოა". ამ ეტაპზე "თელასში" საკრებულოს ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით განმარტებები, ორშაბათს, 16 მაისს საკრებულოში ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.