მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავი-ბათუმისა და მესტია-ბათუმის მიმართულებით შესაძლოა რეგულარული ფრენები დაინიშნოს

62261de946fe4
ანუკა ჯოხაძე
08.03.22 09:40
1256
თელავში, საავიაციო უნივერსიტეტმა "მიმინოს" აეროდრომის რეაბილიტაცია დაასრულა, რაშიც 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. როგორც უნივერსიტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი დავით ტეფნაძე BM.GE-თან აცხადებს, აეროდრომი 20 ადგილიანი თვითმფრინავების მისაღებად მზად არის. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანია “აკ ეარ ჯორჯიასთან”, რომელიც სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ქვეყანაში შიდა ფრენებს ახორცილებს.


BM.GE-სთან “აკ ეარ ჯორჯიას” ფინანსური მენეჯერი აცხადებს, რომ მოთხოვნა მგზარების მხრიდან ძალიან მაღალია ორ მიმართულებაზე. მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. ირინა მღებრიშვილის თქმით, ეს მიმართულებებია თელავი-ბათუმი და მესტია-ბათუმი.


“მეოთხე წელი სრულდება, რაც რეგულარულ ავიარეისებს ვასრულებთ ხელშეკრულების მიხედვით. ამ 4 წლის განმავლობაში ტურისტებისგან და ჩვენი მომხმარებლებისგან ძალიან ხშირი იყო მოთხოვნა ისეთი ავირეისების, როგორიცაა ბათუმი-თელავი და ბათუმი-მესტია. მიმდინარე ეტაპზე ინტენსიური დიალოგის პროცესში ვართ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. ისინიც უკვე განიხილავენ ამ მიმართულებით ფრენების დამატებას. ვფიქრობ, რომ იქნება თელავი-ბათუმი და მესტია-ბათუმი. მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს თანამონაწილეობის გზით იქნება ასეთი პროექტები გამართლებული.

კომერციულად ამ მოკლე დისტანციაზე რეგულარული ფრენების განხორციელება ყოვლად შეუძლებელია. ტურისტული სეგმენტიც არ იქნება მზად, რომ 20 წუთის ფრენაში 150-200 ლარი გადაიხადოს”-აცხადებს “აკ ეარ ჯორჯიას” ფინანსური მენეჯერი ირინა მღებრიშვილი.