თელავში, "მიმინოს" აეროდრომის რეაბილიტაცია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. საავიაციო უნივერსიტეტში ამბობდნენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აეროდრომიდან 20- ადგილიანი თვითმფრინავები დაიწყებდა მგზავრების მომსახურებას. როგორც 2020 წელს უნივერსიტეტის რექტორი ამბობდა, მგზავრებს თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურებოდა, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს. საუბარია კომპანია "აკ -ეარ ჯორჯიაზე".
როგორც BM.GE-თვის ცნობილი გახდა, აეროდრომის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, რაშიც 3 მლნ ლარი დაიხარჯა. საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი აკმაყოფილებს ყველა პირობას იმისთვის, რომ 20– ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები მიიღოს, თუმცა სერგო ტეფნაძის განმარტებით, ჯერ სამგზავრო ფრენები აეროდრომიდან არ ხორციელდება.
საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აუცილებელია, თელავის აეროდრომის შემთხვევაშიც მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ფრენების სუბსიდირება, ისევე როგორც ეს ხდება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების შემთხვევაში.
“მიმინოს აეროდრომზე, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკუთრებაშია, ჩატარდა მაღალი დონის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დავაგეთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. შეგვიძლია თქვათ, რომ მიმინოს აეროპორტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომ მიიღოს 20–ადგილია სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენებს და არიან სახელწმიფო დონაციაზე. ჩემი აზრით, თუ ეს ფრენები განხორციელდება მხოლოდ მგზავრის ხარჯზე და ბილეთის სრულ თანხას გადაიხდის მგზავრი, ფრენები ვერ განხორციელდება. თუ სახელწმიფოს დაფინანსება გავრცელდება კახეთის რეგიონზეც, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად. ყველა პირობა არსებობს, რომ მიმინოს აეროპორტიდან 20–ადგილიანმა თვითმფრინავმა იფრინოს”-აცხადებს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი