მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება – წყალმომარაგების კომპანია

5e2a95f5e0181
BM.GE
24.01.20 10:50
1629
თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება –ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. 

ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო მოსახლეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ზაზა სიხარულიძემ კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან და ქალაქ თელავის მერთან ერთად.

ადგილობრივებთან შეხვედრისას ქალაქ თელავის წყლის მიწოდების კუთხით გრაფიკის გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.
კომპანიის მენეჯმენტმა ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პირველი ნაწილით გათვალისწინებულ იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.

"გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც მალე დაიწყებს სამუშაოებს და ზაფხულში დაასრულებს. პროექტით გათვალისწინებულია სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა, კორპუსების შიდა სისტემების სრული მოწესრიგება და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება", - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ზაზა სიხარულიძემ.

კომპანიის ცნობით, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები.

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.