მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავში ახალი სასტუმრო "ესკიზი" გაიხსნა

5f3246facb5f5
BM.GE
11.08.20 11:15
4914
 პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კახეთში ახლადგახსნილი სასტუმრო „ესკიზი“ მოინახულეს.

„ესკიზი“ ქალაქ თელავის შუაგულში მდებარე, თანამედროვე დიზაინით აღჭურვილი ახალი თაობის სასტუმროა, რომელიც 120 სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს 57 ნომერს, 2 სარესტორნო სივრცეს, აუზს და ღვინის მარანს.

როგორც სასატუმროს დამფუძნებელმა, ლევნ თორაძემ განაცხადა, სასტუმროში დასაქმებულია 73 თანამშრომელი, რომელთა 95% ადგილობრივია.

სასტუმრომ დამსვენებლების მიღება ივლისიდან დაიწყო და სტუმრებისთვის ოთხივე სეზონზე იქნება ხელმისაწვდომი.

„ესკიზის“ ქსელს მალე შეემატება , „ესკიზი თბილისი“ და „ესკიზი გუდაური“.