27.სექტემბერი .2019 11:46

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

views 177
უკან

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდ ნაგებობას აშენებს. პროექტი, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ ილესი და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი თენგიზ გოგოტიშვილი გაეცნენ.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თელავში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ გამწმენდი ნაგებობა თელავში აქამდე არ არსებობდა, რაც გადაუჭრელი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ფეკალური მასები ღიად მიედინებოდა და ჩადიოდა მდინარე ალაზანში. პროექტი, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე განხორციელდება, ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა