28.აგვისტო .2019 20:45

Telegram-ი ახალი კრიპტოვალუტის, "Gram"-ის გამოშვებას გეგმავს

views 522
უკან

მობილური აპლიკაცია Telegram-ი მომდევნო 2 თვეში საკუთარი კრიპტოვალუტას გამოუშვებს. ასევე დაგეგმილია ციფრული საფულის შექმნა, რომელიც ავტომატურად იქნება ხელმისაწვდომი აპლიკაციის ყველა მომხმარებლისთვის. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით New York Times– ის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ახალ ვირტუალურ ფულს Gram-ი ერქმევა.  ციფრული საფულე კი, მსოფლიოს მასშტაბით მესინჯერის 200-300 მილიონი მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი და კომფორტულად გამოყენებადი.

წინასწარი ინფრომაციით, დაგეგმილია Bitcoin- ის მსგავსი სისტემის შექმნა. კერძოდ, კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებულ კომპიუტერულ სისტემაზე მიბმა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ღირებულება უნდა ჰქონდეს Gram-ის, ამასთან, სავარაუდოდ, ის FIAT ვალუტასთან არ იქნება დაკავშირებული, რათა ღირებულება შეინარჩუნოს.