მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტელეკომ ბიზნესში 3-4%-იან კლებას ველოდებით" - "ბილაინი"

5ebd5818000f1
ნინი ლონგურაშვილი
15.05.20 09:40
982
“ქართული ტელეკომ ბიზნესი წლის დასაწყისში 8-9%-იან წლიურ ზრდაზე მიდიოდა, დღეის მონაცემებით კი, ველოდებით 3-4%-იან კლებას”,- ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “ბილიანის” ბიზნეს ოპერაციების დირექტორმა ლაშა ტაბიძემ ისაუბრა.

მისი ვარაუდით, ეს იქნება მოკლე და საშუალოვადიანი ეფექტი და IV კვარტლიდან სიტუაცია დასტაბილურდება.

ლაშა ტაბიძეს თქმით, COVID 19-ის პრევენციისკენ მიმართული ქმედებები ტელეკომის ბიზნესზეც აისახა.

“Covid 19 ინფექციის და მასთან თანმდევი ყველა პროცესი, რომელიც განხორციელდა, რა თქმა უნდა ტელეკომის ბიზნესზეც აისახა. ერთგვარი მოკლე შოკები ბიზნესისთვის მოხდა, რაც ძირითადად სამი პრინციპით იყო გამოწვეული: ერთი ის, რომ მოხდა საერთაშორისო გზების დაკეტვა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა, როგორც ტურიზმზე ასევე როუმინგის საკმაოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზე. მეორე ეს იყო შიდა დაკეტვა, რასაც წინ უძღოდა ჩვენ მიერ გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის მაღაზიები დაგვეკეტა და მესამე ფაქტორია - მოხდა ერთგვარი კონცენტრაცია WIFI ინტერნეტის გამოყენებაზე. თუ ადამიანები ყოველდღიურად ინტერნეტს გადაადგილებისას იყენებდნენ, ახლა ეს ყველაფერი კონცენტრირდა WIFI-ზე”,- აღნიშნა ლაშა ტაბიძემ.