მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია Bulgaria ON AIR-მა საქართველოს ტურიზმის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა

61700acb43c82
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 23:00
464
პოპულარულმა ბულგარულმა ტელეკომპანიამ - Bulgaria ON AIR საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11-წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრა მოგზაურმა ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ. მისი თქმით, ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

„ქართველები ძალიან კარგ რეკლამას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. საქართველო ჩვენზე პატარა ქვეყანაა, სადაც შერწყმულია ისტორია, წესები და ტრადიციები. გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველო საკმაოდ თანამედროვე სახელმწიფოა“, - აცხადებს ვლადინა ცეკოვა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით ბულგარელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 1 თვის წინ იმოგზაურეს. პრესსტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ბულგარეთის მაღალ რეიტინგულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.