მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელეკომპანია "ფორმულა": ბიუჯეტის დავალიანება არ გვერიცხება

5e01b6a54d0cd
ინგა მურუსიძე
24.12.19 11:04
1605
ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ „ფორმულას“ არანაირი საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება.

როგორც გუმბარიძემ bm.ge-ის განუცხადა, ტელეკომპანია გადასახადებს იხდის. რაც შეეხება შეფასებას, „ფორმულას“ დირექტორი ამბობს, რომ „ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან მაქსიმალურად კონსტრუქციული უნდა იყოს, მით უმეტეს ტელევიზიებთან მიმართებაში“.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.