27.დეკემბერი .2019 20:06

ტელეკომპანია "მთავარი არხის" 3%-იანი წილი ნიკოლოზ სისაურმა შეიძინა

views 3308
უკან

ტელეკომპანია "მთავარ არხს" ახალი მეწილე ჰყავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, "მთავარი არხის" 3%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ სისაური გახდა. 

ცვლილება საჯარო რეესტრში 19 დეკემბერს გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ნიკოლოზ სისაურმა წილი კახაბერ ანჯაფარიძისგან წილი 3,000 ლარად შეიძინა და კომპანიის საწესდებო კაპიტალში $300,000 დოლარის შეტანის ვალდებულება აიღო. 

ნიკოლოზ სისაური წარსულში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის, "საქართველოს" დირექტორია. თავად ტელეკომპანია "საქართველოს" მფლობელები კი თავის მხრივ, ძმები ყარამანიშვილები არიან.

ამ დროისთვის მთავარ არხს 6 მეწილე ყავს, მათ შორის არიან გიორგი და ანა მარია რურუები 2,5%-2,5%, ნიკოლოზ სისაური - 3%, საქართველოს უნივერსიტეტი - 2%, კახაბერ ანჯაფარიძე - 39% და ნიკა გვარამია - 51%.

თავდაპირველად მთავარი არხის 100%-იანი წილი მხოლოდ ნიკა გვარამიასა და კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნოდათ. საკონტროლო პაკეტს მაშინაც ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო ანჯაფარიძის საწყისი წილი 49%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა