მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელესივრცეში გიორგი თარგამაძის გადაცემა "დროება" ბრუნდება

5e09069ec122e
თელარა გელანტია
30.12.19 00:01
5200
TV “ფორმულაზე” გიორგი თარგამაძის გადაცემა “დროება” ბრუნდება.

აღნიშნული გადაცემა “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” არხის დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ დაანონსა.

“ჩვენს ეთერში დაბრუნდება გადაცემა “დროება” გიორგი თარგამაძესთან ერთად. გადაცემა, რომელმაც თავის დროზე მთლიანად შეცვალა იმ დროს არსებული მედია სტანდარტები”, - განაცხადა გუმბარიძემ.

თავის მხრივ, გიორგი თარგამაძემ დასძინა, რომ “დროება” “ფორმულაზე” თებერვლის ბოლოს ან მაქსიმუმ მარტის დასაწყისში დაიწყება.

“დროება” იქნება საკვირაო ტელეჟურნალი. ის იქნება კვირის შემაჯამებელი გადაცემა, მაგრამ არ იქნება მხოლოდ იმ კვირის ამბებზე ფოკუსირებული. იქნება ისეთი თემების შემომტანი, რომელიც ზოგადად საზოგადოების განვითარებისთვის არის საინტერესო. ასევე იქნება ისეთი სიუჟეტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების არეალს კიდევ უფრო მეტად გააფართოებს, არ ჩაგვკეტავს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პრობლემებში, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც დაგვანახებს კიდევ უფრო საინტერესოდ და ასევე, იმას, თუ რითი შეიძლება ჩვენ ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოსთვის საინტერესო. ვგეგმავთ, რომ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში დროება უკვე ეთერში გავიდეს”, - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.