მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელესკოლის ფარგლებში აბიტურიენტებსაც მოამზადებენ - მინისტრი

5e79f1213dc3d
ინგა მურუსიძე
24.03.20 16:00
723
ტელესკოლის ფარგლებში აბიტურიენტებსაც მოამზადებენ, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ტელესკოლის ფარგლებში, რომელიც 30 მარტიდან დაიწყება, ჩატარდება აბიტურიენტის საათი, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ: 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება.