მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზორს ყველაზე ნაკლებად ახალგაზრდები უყურებენ, ყველაზე მეტად 65+ მოსახლეობა

628cb8cb749ba
BM.GE
25.05.22 00:13
1015
კომუნიკაციების კომისიამ სატელევიზიო ბაზრის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ტელევიზიის მაყურებელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი ასაკოვანი მოსახლეობაა.

ასაკობრივ ჭრილში ყურებადობის დონე RTG კოეფიციენტით იანგარიშება, რაც მთლიანი პოპულაციიდან მაყურებელთა პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 65+ ასაკობრივ ჯგუფში ტელევიზიის ყურებადობის დონე 30.6%-ია, 55-64 წლამდე ჯგუფში ყურებადობის დონე 26.9%-ია, ხოლო 16-24 წლის ჯგუფში 9.9%.



აღსანიშნავია, რომ წლის პირველ კვარტალში ქართული არხების სარეკლამო შემოსავალი 17.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 მილიონით მეტია. არხებს შორის სარეკლამო შემოსავლით #1 ადგილზე ტელეიმედია, რომელმაც 5.4 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. მთავარი არხის შემოსავალი 2.5 მილიონი ლარი, რუსთავი 2-ის 1.9 მილიონი ლარი, ტვ პირველის კი 1.6 მილიონი ლარი იყო.

რეკლამების კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში #1 ადგილს იკავებდა სპორტის და გართობის (აზარტული თამაშები) კატეგორია შემოსავლების 26%-ის ოდენობით. მეორე პოზიციაზე მედიცინა 13.5%-ით; ინდუსტრია და სერვისები - 12.8%-ით; სასმელები - 11%; საკვები - 7.6%-ით; ჯანმრთელობა (გასაჯნსაღება) და სილამაზე (კოსმეტიკა) - 7.1%; საოჯახო ქიმია - 5.9%; ფინანსები - 3.9%; ტელეკომუნიკაციები - 3%; ელექტროტექნიკა - 2.3%; სხვა - 3.3%.

2022 წლის მარტიდან საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალა, რაც წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომაზე სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება.