საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა და „Best in Show” ჯილდო გადაეცა.
აღსანიშნავია რომ თელიანი ველი ერთადერთი ქართული მეღვინეობაა და პირველია ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის. ზედიზედ უკვე ორი წელია რაც ეს ჯილდო მხოლოდ „თელიანი ველის“ ღვინოს გადაეცემა. გასულ წელს Best in show-ს მფლობელი „გლეხური ქისი ქვევრი 2017“ გახდა.
თელიანი ველის ღვინოებს საერთაშორისო კონკურს „Decanter 2020“ “Best in show”, 2 პლატინის , 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:
გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 – Best in Show
გლეხური ქისი ქვევრი 2018 - პლატინა
გლეხური კისისხევი საფერავი 2018 - ვერცხლი
WINERY 97 გაუფილტრავი საფერავი 2019 - პლატინა
WINERY 97 საფერავი 2019 - ბრინჯაო
თელიანი ველი მუკუზანი 2019 - ვერცხლი
თელიანი ველი წინანდალი 2019 - ბრინჯაო
მთავრული საფერავი 2019 - ბრინჯაო
მთავრული ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო
Decanter World Wine Awards-ის მიხედვით პირველ ადგილზეა ფრანგული ღვინოები, რომლებმაც ოქროს მედლები დაიმსახურეს. ფრანგულ ღვინოს 12 Best in Show-ს ჯილდო გადაეცა, მეორე ადგილზე იტალიური ღვინო აღმოჩნდა 8 ჯილდოთი, მესამე ადგილზე ავსტრალია - 6 ჯილდოთ, მას მოჰყვება პორტუგალია- 5 ჯილდოთი და ესპანეთი - 4 ჯილდოთი.
გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. წელს კონკურსში 16 518 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 116 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
Decanter World Wine Awards მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა