მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემა მიშვებულია, უზარმაზარი მარჟებით ზრდიან მედიკამენტების ფასებს - ღარიბაშვილი

6033d0d696568
ინგა მურუსიძე
22.02.21 19:50
1872

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "მედიკამენტების ფასების საკითხი მიშვებულია და უზარმაზარი მოგებით, ზრდიან მედიკამენტების ფასებს".

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატ დიმიტრი ხუდაძის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პირობა მისცა, რომ საკითხზე სასაუბროდ სამუშაო ფორმატში დაუბრუნდება.

„რაც შეეხება შეკითხვას მედიკამენტებზე, უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს. მე მაინტერესებს, შესაძლოა თუ არა გადმოვიღოთ ევროკავშირის მაგალითები, თუ როგორ რეგულირდება ეს საკითხები, რადგან ვფიქრობ, ეს თემა არის მიშვებული. უზარმაზარი მარჟებით და უზარმაზარი მოგებით ზრდიან მედიკამენტების ფასებს ისე, რომ არანაირი რეგულირების საშუალება არ გვაქვს, რაც მიუღებელია. ეს საჭიროებს გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას. გპირდებით, ამ საკითხს გონივრულ ვადაში აუცილებლად დავუბრუნდებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.