მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თემებს კარადის თავზე არ დებს ხოლმე“ - როგორ აფასებს პაპაშვილი ღარიბაშვილს

619a1d504d2eb
თელარა გელანტია
21.11.21 14:40
3640
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ ისიც  უშვებს შეცდომას.

Bm.ge-მ “რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელს ჰკითხა - რით მოიგო ბიზნესმენის გული გული ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გადაწყვეტილებებს იღებს. მეტი რა შეიძლება იყოს?! ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეცდომას უშვებს, მაგრამ თემებს კარადის თავზე არ შემოდებს ხოლმე“, - თქვა მან.

აღსანიშნია, რომ ბიზნესმენის შეფასებით, ის, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი შედარებით სტაბილურია, ეს მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.

„პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებდა, შევაცვლევინეთ და მათ შორის მთავრობა ჩვენ მხარეს დადგა... როდესაც ჩვენი პრეზენტაციები, ჩვენი მიდგომები, საბანკო რეგულაციები მოისმინა <პრემიერ-მინისტრმა> ადეკვატურად გაიგო და გამოჰყვა ჩვენს იდეას, არადა სებ-ი განუზომლად და გაუთავებლად ყიდულობდა დოლარს, შეუძლებელი იყო ამის ასე დატოვება, ამიტომ ვიაქტიურეთ და ასე გამოვიდა. მიხვდით რას შვრება ერთობა?!, - თქვა ბიზნესმენმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

- ლარის კურსის გარდა, ყველაზე მეტად რომელი გადაწყვეტილება გახსენდებათ მისი?

- შეგიძლიათ ბიზნესმენებს ჰკითხოთ... <წყდება> ყოველდღიური პრობლემები, რითაც მივდივართ მასთან... მარტო ლარის კურსზე ხომ არ ვსაუბრობთ?! ყველამ გლობალურ პროცესებს უნდა შევხედოთ, რა პროცესები მიმდინარეობს და მთავრობას, რომელსაც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რაღაცეები გავაკეთებინოთ, ამის კეთების საშუალება უნდა მივცეთ. ზოგჯერ ფანჯარაში უნდა გაიხედო - კარგადაა სიტუაციაა თუ არა... ამ წუთას რაღაცას ჰგავს ჩვენი ქვეყანა...