მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტემპი გვჭირდება..თუ ახლა ერთ კილომეტრს გავდივართ 1 საათში, უნდა გავიაროთ 2 წუთში - ჭყონია

6203e18972c1e
ინგა მურუსიძე
09.02.22 19:53
3924
ტემპი გვჭირდება, თუ ახლა ერთ კილომეტრს გავდივართ 1 საათში, უნდა გავიაროთ 2 წუთში, - ამის შესახებ bm.ge-ს ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. ბიზნესმენი სამთავრობო გადაადგილებებს აფასებს და ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილის დანიშვნა დადებითად უნდა შეფასდეს. 

კითხვაზე, ნათია თურნავას შეცვლა ხომ არ უკავშირდებოდა მის მიერ ვერშესრულებულ მოვალეობას, ჭყონია პასუხობს:

„სწრაფი განვითარება გვჭირდება. ღარიბაშვილი პრემიერია, მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს. შეიძლება ქვეყნის განვითარების ტემპი დაინახა მეტად ლევან დავითაშვილთან, ვიდრე ნათია თურნავასთან. აქ არ იქნება საუბარი ცოდნაზე, შესაძლოა არსებობდეს ადამიანი, ვისაც მეტი ენერგია აქვს. ლევან დავითაშვილს უდიდესი პოტენციალი აქვს, მთავარია თავისუფალი იყოს თავის გადაწყვეტილებაში. ტემპი გვჭირდება. თუ ახლა ერთ კილომეტრს გავდივართ 1 საათში, უნდა გავიაროთ 2 წუთში“.