მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

60a67fb3bf7d0
BM.GE
20.05.21 19:22
567
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თემქაზე ხის საწარმოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, ადგილზე 14 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.  როგორც BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ ეტაპზე ხანძრის მაშტაბებისა და მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თემქის დასახლებაში ხანძარი დაახლოებით საათნახევრის წინ გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.